ანა დოლიძე

ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში კენჭს არ იყრის

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად ჯენჭს არ იყრის. დოლიძის თქმით, ის დარჩება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის ბრძოლას გააგრძელებს:

“საბოლოდ გადავწყვიტე, არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისათვის საქართველოში. ახლა, როდესაც მიმდინარეობს უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ, რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს, ამ ბრძოლას საქმის ბოლომდე მისაყვანად ყველა ძალის კონცენტრირება სჭირდება”, – ამბობს ანა დოლიძე.

დოლიძე ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის მზად არის.

“ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების”ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება”, – განაცხადა დოლიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.