ახალი ამბები

პარლამენტმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადებას მხარი დაუჭირა

18 სექტემბერი, 2014 • • 1288
პარლამენტმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადებას მხარი დაუჭირა

მოქმედი კანონის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას უნდა დაქვემდებარებოდა სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს, დღეს მხარდაჭერილი კანონპროექტი კი ამ წესის 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადებას ითვალისწინებს

 

“ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის დადგენილი წესის სრული მოცულობით ასამოქმედებლად საჭიროა, ერთი მხრივ, მისი შედეგების სრულყოფილად გაანალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, ამისთვის აუცილებელია ნიადაგის მომზადება. სადავო არ არის, რომ მოცემული მომენტისთვის არ არსებობს მზადყოფნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფართო მასშტაბით ასამოქმედებლად, ვინაიდან საამისოდ არ არის შექმნილი სათანადო წინაპირობები,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი