ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს კურორტ ენოქავანში არაფორმალურად შეხვდა

24 მარტი, 2019 • 1207
მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს კურორტ ენოქავანში არაფორმალურად შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანინის ფეისბუკის გვერდის თანახმად, 24 მარტს ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სომხეთის პროვინცია ტავუშის საკურორტო სოფელ ენოქავანში, არაფორმალურ გარემოში შეხვდა.

სომხეთის მთავრობის გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა და ბახტაძემ ხაზი გაუსვეს სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში და განაცხადეს, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

ამ კონტექსტში, რადიო თავისუფლების სომხურენოვანი სამსახურის თანახმად, ხაზი გაესვა არაფორმალური შეხვედრების მნიშვნელობას.

წინა არაფორმალური შეხვედრა ფაშინიანსა და ბახტაძეს შორის 15 იანვარს შედგა ბოლნისში. მთავრობის მეთაურებმა მაშინაც, სომხეთის მთავრობის თანახმად, “ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს”. საუბრის კონკრეტული საკითხები არც მაშინ და არც ახლა არ გაუვრცელებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი