ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს

24 მარტი, 2019 • 2282
“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს

ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს. ენმ-ის ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა 24 მარტს დაუჭირეს მხარი ნაყოფიას კანდიდატურას.

ნაყოფიას 255-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 9 წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

იმავე ყრილობაზე ენმ-ის დელეგატებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და თავმჯდომარე დაამტკიცეს. პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პარტიის საქმიანობას კოლექტიურად მართავს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, ხოლო ახალი წევრები არიან:

  1. სანდრო რულოვსი,
  2. ზაალ უდუმაშვილი,
  3. მამუკა ჩიქოვანი,
  4. მურთაზ ზოდელავა,
  5. დიმიტრი შაშკინი,
  6. ხატია დეკანოიძე,
  7. ლევან ხაბეიშვილი,
  8. ბადრი ბასიშვილი,
  9. ნიკა ვაჩეიშილი,
  10. ლელა ჯავახაძე.

იმავე ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს;

ყრილობაზე ენმ-ს თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

ყრილობაზე ენმ-ს თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი