ახალი ამბები

2012 წელს ეს კატასტროფა რომ არა, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა — სააკაშვილი

24 მარტი, 2019 • 1974
2012 წელს ეს კატასტროფა რომ არა, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2012 წლის არჩევნები “ქართული ოცნებას” რომ არ მოეგო, “საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა”.

“გუშინ ვუყურებდი სინგაპურის რეკლამას CNN-ზე და გამახსენდა, 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა”, — განაცხადა სააკაშვილმა 24 მარტს, ენმ-ის პარტიულ ყრილობაზე ინტერნეტ-ჩართვისას.

“აი, მანდ სხედან უცხოელი დიპლომატები, ელჩები. არავის არ სჯეროდა, იცით? ხშირად ასეთი მიდგომა ჰქოდნათ — კარგით, რა, რამდენს იღებთ საკუთარ თავზე… ჩვენ რეალურად ვხდებოდით თანამედროვე სინგაპური ჩვენს რეგიონში”, — თქვა სააკაშვილმა.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ-ს ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო, საქართველო “სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა” გამხდარიყო, თუმცა ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია.

სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მდიდარი ქალაქი-სახელმწიფოა, რომელსაც 1959 წლიდან “სახალხო მოქმედების პარტია” (People’s Action Party  -PAP) მართავს.

წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

ძველი საქართველო, სინგაპური და ევროპა – თომას დე ვაალის სამკუთხედი

ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

მასალების გადაბეჭდვის წესი