ახალი ამბები

გლობალურ ჯილდოზე ხუთეული არ არსებობს, გამარჯვებისთვის კვლავ 10 მასწავლებელი იბრძვის

24 მარტი, 2019 • 1247
გლობალურ ჯილდოზე ხუთეული არ არსებობს, გამარჯვებისთვის კვლავ 10 მასწავლებელი იბრძვის

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად კვლავ ათი მასწავლებელი იბრძვის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ 23 მარტს 5-ადამიანიანი განახლებული სია გამოქვეყნდა, რომელშიც გურიის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ნეტგაზეთს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოფიციალური გვერდიდან აცნობეს, ჯილდოსთვის კონკურსი არ ითვალისწინების სიის კიდევ უფრო შემცირებას და ჯილდოს მოსაპოვებლად ისევ 10 საუკეთესო პედაგოგი იბრძვის. სავარაუდოდ, მაყურებელი იმან დააბნია, რომ გალა კონცერტზე ათეული ორ ნაწილად გამოაცხადეს.

ამ ათ ფინალისტს შორისაა ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან. აფხაზავამ 23 მარტს დაწერა, რომ “გამარჯვება აუცილებელი სულაც არ არის და ჯილდოს მფლობელი გახდება ის, ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს”.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა 24 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაირკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი