ახალი ამბები

გამარჯვება აუცილებელი სულაც არ არის – ლადო აფხაზავა

23 მარტი, 2019 • 1943
გამარჯვება აუცილებელი სულაც არ არის – ლადო აფხაზავა

“მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” მფლობელის ვინაობის გარკვევამდე ერთი დღით ადრე, ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს. კონკურსის ათეულში მყოფი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ გამარჯვება აუცილებელი სულაც არ არის და ჯილდოს მფლობელი გახდება ის, ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.

“მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.
მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია”, – წერს ის.

ლადო აფხაზავა უკვე იმყოფება დუბაიში, სადაც ხვალ, 24 მარტს, დაჯილდოების ცერემონია უნდა გაიმართოს. დღეს, “განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის” ერთ-ერთ ღონისძიებაზე მან სახალისო პრეზენტაცია გამართა, რომელზეც სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთ-ერთი თამაშიც წარადგინა.

მანამდე, 21 მარტს, ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს გასცემს.

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა. დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 24 მარტს, სწორედ დუბაიშია დაგეგმილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი