დეპუტატი: თუ შეიძლება, რომ პარასკეობით 4 საათამდე ვიმუშაოთ, სასიამოვნო იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ იყო შესაძლებელი, რომ პარასკეობით დეპუტატებს 16:00 საათამდე ემუშავათ:

“პარასკევ დღეს თუ შეიძლება, რომ 4 საათამდე იყოს სამუშაო დღე. თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევ დღეს, რომ დავთქვათ 4 საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნებოდა”, — განაცხადა დეპუტატმა.

შალელაშვილს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და უთხრა, რომ პარასკეობით პარლამენტში ხშირად დაგეგმილია მთავრობის წარმომადგენლების მოსმენაა  და სამუშაო დროის შემცირება გაჭირდება:

“უბრალოდ, 4-დღიანია და მეთქი არის საშუალება, რომ 4-საათამდე დავამთავროთ. თქვენ უფრო იცით”, – თქვა შალელაშვილმა კობახიძის განმარტების საპასუხოდ.

შალელაშვილმა ეს აზრი დღეს, სესიის დასასრულს გამოთქვა, რომელსაც, როგორც ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ნახავთ, დეპუტატების დიდი ნაწილი ბოლოს უკვე აღარ ესწრებოდა. დღეს პარლამენტში პრემიერ ბახტაძესა და განათლების მინისტრ ბატიაშვილს მოუსმინეს.

ამავე თემაზე

2018 წლის სესიების TOP გამცდენი და დამსწრები დეპუტატები პარლამენტში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.