ახალი ამბები

ყალბდებოდა თუ არა დანაშაულის სტატისტიკა – გახარიას განმარტება

22 მარტი, 2019 • 1377
ყალბდებოდა თუ არა დანაშაულის სტატისტიკა – გახარიას განმარტება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დანაშაულის სტატისტიკის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა.

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძიმე დანაშაული, ისეთი როგორიც არის მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა და ა.შ ან იგივე დონეზეა, ან შემცირებულია. თუმცა გაზრდილია ქურდობის მაჩვენებელი:

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის კარგად. როდესაც ვსაუბრობთ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, რაზე ვსაუბრობთ, ციფრებზე ვსაუბრობთ, მათემატიკაა. თუმცა ისეთი დანაშაული, როგორიც არის ქურდობა, არის გაზრდილი ერთმნიშვნელოვნად და არის საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილი. იმ საერთო ზრდის, 2018 წლის ზრდის 62% მოდის სხეულის მსუბუქ დაზიანებებზე და ქონების წინააღმდეგ დანაშაულზე.

რეალურად, ვაფასებთ შემდეგნაირად, ქურდობის ნაწილში ეს ზრდა ობიექტური რეალობაა. აქედან სტატისტიკის გაუმჯობესება ნამატ ციფრში ალბათ არის ნახევარი. აგიხსნით რატომ, ქურდობის გახსნა ყველაზე რთულია. ამიტომ რეგისტრაციის ნაწილში ყოველთვის პრობლემა არაებობდა. ის, რაც რთულად გახსნადია, მისი დაფარვა ყოველთვის მეტი მოტივაციის საგანს წარმოადგენდა”, – თქვა შს მინისტრმა გადაცემაში “პირველები”.

ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი წინამორბედები ამ მონაცემებს მალავდნენ, რაზეც მინისტრმა უპასუხა:

“ალამაზებდნენ. მეთოდოლოგიის ცვლილება და პრინციპების ცვლილება უნდა დავარქვათ ამას”.

“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი