ახალი ამბები

მინისტრი: რუსთაველის 12 თიბისის მომართვამდე სხვა საქმეზე გვქონდა იდენტიფიცირებული

22 მარტი, 2019 • 1102
მინისტრი: რუსთაველის 12 თიბისის მომართვამდე სხვა საქმეზე გვქონდა იდენტიფიცირებული

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსთაველის 12, მისამართი, საიდანაც, სავარაუდოდ, თიბისი ბანკზე კიბერშეტევა განახორციელდა, ბანკის მიმართვამდე უწყებას იდენტიფიცირებული ჰქონდა სხვა საქმესთან დაკავშირებით. ეს განცხადება გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.

გახარიამ აღნიშნა, რომ თიბისიზე თავდასხმამდე ორი თვით ადრე უწყებას სხვა პირმა მიმართა:

” ჩვენ გვქონდა სხვა მოქალაქის განცხადება მისი ელექტრონული სივრცის გატეხვის, შეღწევის და მანიპულაციების თაობაზე. ჩვენ ამ თემაზე უკვე გვქონდა სხვა გამოძიება დაწყებული, იდენტიფიცირებული გვქონდა რუსთაველის 12, კონკრეტული კომპანია. ეს კიბერდანაშაულია, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძლიერი პოზიციები არ აქვს.

მოდის ეს წერილი  [თიბისიდან] ამის შემდგომ, ხდება უკვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებ,ი რომელსაც დაახლოებით 10 დღე დასჭირდა. ამის შემდოგმ ხდება მთელი ამ სივრცის, სადაც პოტენციურად შესაძლებელი იყო მსგავსი დანაშაულის ჩადენა, ტექნიკის სრულად ამოღება. ეს იყო დაახლოებით აგვისტოს ბოლო ან სექტემბრის დასაწყისი, როდესაც რისკი, რომ მსგავსი რამ გაგრძელებულიყო”, – თქვა გახარიამ.

ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ მოხდა ტექნიკის ამოღება აგვისტო-სექტემბერში, როცა თიბისიზე კიბერშეტევა ივნისში განხორციელდა, გახარიამ განაცხადა, რომ ამას წინ უძღოდა სამართლებრივი პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი