ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი: ერგნეთში მკაცრად დავაყენეთ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი

22 მარტი, 2019 • 1072
სუსი: ერგნეთში მკაცრად დავაყენეთ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი
 ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ერგნეთში გამართული რიგით 92-ე შეხვედრის დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა “მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა”.
გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს”.

“ასევე, IPRM-ის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის  თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ”.

“ხუთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადმოკვეთა და ქალაქ კვაისამდე იფირნა”. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“ერთ-ერთი დრონი ოცი წუთის განმავლობაში ქალაქ კვაისას თავზე დაფრინავდა და შემდეგ ისევ ქართული მხარისკენ გაფრინდა. ამ ფაქტმა ქართული დელეგაციის წევრებიც გააკვირვა.

პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის მხარე მუდმივად აყენებს საკითხს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე. ქართულმა მხარემ დღესაც მკვეთრად გადაუხვია თემას და სახელმწიფო საზღვრის დარღვევებზე დაიწყო საუბარი”.

შეხვედრაზე, როგორც ოსური მხარე აცხადებს, საუბარი იყო ასევე ისეთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორიცაა ხანძარი და სარწყავი სისტემა, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი