ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსი იქნება

22 მარტი, 2019 • 1249
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსი იქნება

“გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი იქნება.

რულოვსი კანდიდატად დღეს, 22 მარტს, გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ წარადგინა. მერის არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.

ზუგდიდის მერის არჩევნების ხელახლა ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებების შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, პოსტი დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცემერთან, გია გულორდავასთან ერთად, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტი არჩევნებშიც მონაწილეობდა. მას ზუგდიდის მაჟორიტარობა სურდა. ოფიციალური შედეგებით, პირველ ტურში საკმარისი ხმები ვერც სანდრა რულოვსმა მიიღო და ვერც “ქართული ოცნების” კანდიდატმა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, სანდრა რულოვსს არჩევნები პირველივე ტურში ჰქონდა მოგებული, თუმცა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. სწორედ ამ მოტივით, რულოვსმა უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ამავე თემაზე

რულოვსი: ვაპირებ ზუგდიდში ცხოვრებას, მაგრამ ალბათ სახლს ვერ ვიყიდი, ივანიშვილი წაგვართმევს

მასალების გადაბეჭდვის წესი