სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 ტონამდე ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანობაში 1 ტონამდე ხორცი დაილუქა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გაანადგურებს. ოთხი ბიზნესოპერატორი კი დარღვევების გამო დაჯარიმდა.

კერძოდ, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუ“-სა და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორა“-დან (აღნიშნულ შპს-ს სააგენტოს განმარტებით, არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მირო“-ში კი აღმოაჩინეს საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.