ახალი ამბები

მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა

22 მარტი, 2019 • 1678
მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა

თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ახმეტელის თეატრიდან ვარკეთილამდე) 22 მარტს, დილის 11 საათისთვის, გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერებული იყო.

მოძრაობა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, 10-15 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული, თუმცა თვითმხილველები ფეისბუკზე წერენ, რომ შეფერხება უფრო ხანგრძლივი იყო.

როგორც კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზი იყო. “მატარებელი ტექნიკური მიზეზით შევიყვანეთ [სადგურის მოედანზე] ჩიხში. პროცედურა არის სპეციფიკური, საჭიროა, სხვა სადგურებზეც შევაჩეროთ მგზავრების მიღება”, – უთხრეს ნეტგაზეთს კომპანიის პრესსამსახურში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი