ახალი ამბები

მამუკა ბახტაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ- თემა გაზრდილი კრიმინალია

22 მარტი, 2019 • 1505
მამუკა ბახტაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ- თემა გაზრდილი კრიმინალია

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დღეს, 22 მარტს, პარლამენტში ელოდებიან, სადაც მას კითხვებს დაუსვამენ გაზრდილ კრიმინალზე და კრიმინალთან ბრძოლის სტრატეგიაზე.

პარლამენტის ცნობით, ბახტაძე დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება, რაც გულისმხობს მისთვის კითხვების დასმას და ამის შემდეგ პასუხების მოსმენას.

როგორც “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, ისინი მამუკა ბახტაძისგან ელიან განმარტებას, თუ რატომ გაიზარდა კრიმინალი ქვეყანაში და რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება მასთან საბრძოლვლეად.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ოთო კახიძის თქმით კი, პარტიას ბახტაძესთან აქვს კითხვები: “9 თვე გავიდა უკვე, რაც ის ამ პოსტს იკავებს და რატომ არ წარმოადგინა არცერთი ინიციატივა, რომელიც ამ ვითარების გამოსწორებისკენ იქნება ორიენტირებული. რატომ არ აქვს არავითარი ხედვა, როგორ უნდა ებრძოლოს გაზრდილ კრიმინალს”.

უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, რომლის სახლიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს, ამბობს, რომ პრემიერისგან ელოდება მოისმინოს იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს კრიმინალთან საბრძოლველად. თალაკვაძე აღიარებს, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულებები ნამდვილად გაიზარდა, თუმცა გარკვეულ კატეგორიებში არის შემცირების ტენდენციაც.

თბილისში არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

მასალების გადაბეჭდვის წესი