ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაურეგისტრირებელი ქორწინებების დაკანონება სურთ

16 სექტემბერი, 2014 • • 958
აზერბაიჯანში დაურეგისტრირებელი ქორწინებების დაკანონება სურთ

შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით დღეს, 16 სექტემბერს სოციალური, სამართლისა და სახელმწიფოს მშენებლობის გაერთიანებულ კომიტეტებზე მილი მეჯლისის დეპუტატი ფაზაილ აგამალი გამოვიდა. 

 

მისი განმარტებით, აზერბაიჯანში არსებობს დაურეგისტრირებელი ქორწინებები და მათი აკრძალვა არ შეიძლება, თუმცა, როგორც ის ამბობს, არაოფიციალური ქორწინებების დროს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა უტოლდება დაკანონებული ქორწინების დროს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობას. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი