ევროკავშირის ლიდერები დათანხმდნენ ბრექსიტის გადადებას

ევროკავშირის ლიდერები დათანხმდნენ ბრექსიტის გადადებას, თუკი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები მხარს დაუჭერენ შეთანხმებას, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებთან მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა შეეძლება ბრექსიტი  22 მაისამდე გადადოს, მაგრამ თუ ბრიტანელი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ მეის შეთანხმებას, 12 აპრილს შეეძლებათ ბრექსიტის გარეშე დატოვონ ევროკავშირი.

შეთანხმების მიხედვით, თუ ტერეზა მეის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტში ჩავარდება, შეეძლებათ მოითხოვონ უფრო ხანგრძლივი ვადით გადადება, მაგრამ  23 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, რაც კანონმდებლობის თანახმად იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთმა 12 აპრილამდე უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. თუ მონაწილეობას არ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრექსიტის ხანგრძლივი ვადით გადადება შეუძლებელი იქნება.

ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის გადადების საკითხზე ხუთშაბათს, გვიან ღამემდე მსჯელობდნენ.

მაშინ როცა ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის გადავადებაზე მსჯელობდნენ, ბრუსელში, ევროკომისიის შენობის წინ ბრექსიტის მოწინააღმდეგეები მართავდნენ დემონსტრაციას რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების მოთხოვნით.

ბრექსიტის საწინააღმდეგო დემონსტრაცია. დემონსტრატები მოუწოდებენ ბრექსიტზე მეორედ ჩატარდეს რეფერენდუმი. ფოტო: EPA-EFE/OLIVIER HOSLET

epa07454526 Britain’s Prime Minister Theresa May gives a press briefing at the end of article 50 session at the European Council in Brussels, Belgium, 21 March 2019. European Union leaders gather for a two-day summit to discuss, among others, Brexit and British Prime Minister request to extend Article 50. EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

epa07453705 View from above of round table at the European Council in Brussels, Belgium, 21 March 2019. European Union leaders gather for a two-day summit to discuss, among others, Brexit and British PM request to extend Article 50. EPA-EFE/ARIS OIKONOMOU / POOL

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი