ტრამპი: დროა, გოლანის მაღლობი ისრაელის ტერიტორიად ვაღიაროთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დროა, შეერთებულმა შტატებმა აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე.  “52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით და რეგიონალური სტაბილურობისთვის”, – წერს ტრამპი ტვიტერზე.

გოლანის მაღლობი, სადავო ტერიტორიაა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა ისრაელმა 1981 წელს, საერთაშორისო აღიარება არ აქვს. როგორც ბიბისი იუწყება, სირიის რეაქცია ჯერ ცნობილი არ არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ კი ტვიტერზევე გადაუხადა მადლობა ტრამპს: “იმ დროს, როცა ირანი ცდილობს ისრაელის გასანადგურებლად სირიის პლატფორმად გამოყენებას, პრეზიდენტი ტრამპი თამამად აღიარებს გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტს”.


შეფასება

ბიბისის ცნობით,  რიჩარდ ჰასსი, ექსპერტი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტია, “მკაცრად არ ეთანხმება” ტრამპს. მისი თქმით, ისრაელის სუვერენიტეტის ასეთი აღიარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა, რომელიც უკანონოდ მიიჩნევს ტერიტორიის ომის გზით მითვისებას.

“რთული წარმოსადგენია, პრეზიდენტ ტრამპის ტვიტი სხვა რამეს ნიშნავდეს, თუ არა წინასაარძევნო საჩუქარს ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის, რომლის წინააღმდეგაც კურუფციის ბრალდებით გამოძიებაა დაწყებული და, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული არჩვენები ელოდება”, – წერს ბიბისის რეპორტიორი თავდაცვის საკითხებში ჯონატან მარკუსი და ხაზს უსვამს, რომ განცხადება წინ უსწრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში, რომელიც მომავლ კვირასაა დაგეგმილი.


რა უძღოდა წინ

  • 2017 წელს  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეწინაარმდეგება ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის აღიარების შესახებ. რეზოლუცის მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა, 9 ქვეყანამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
  • საქართველოს ამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რისთვისაც აშშ-ის მადლობა დაიმსახურა.


რა არის გოლანის მაღლობი?

წყარო: ბიბისი

გოლანი მდებარეობს სირიის დედაქალაქ დამასკოდან სამხრეთ დასავლეთით 60 კილომეტრში და მოიცავს 1,200 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას.

ისრაელმა გოლანის უდიდესი ნაწილი წაართვა სირიას 1967 წელს, ახლო აღმოსავლეთის ომის დასასრულს და არ მისცა შესაძლებლობა დაებრუნებინა რეგიონზე კონტროლი 1973 წლის ომის დროს.

მომდევნო წელს ორი ქვეყანა შეთანხმდა 77-კილომეტრიან დემილიტარიზაციის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო ძალების პატრულირებაზე, თუმცა ქვეყნები  ტექნიკურად რჩებიან საომარ მდგომარეობაში.

1981 წელს ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი და  ისრაელის “კანონი. იურისდიქცია და ადმინისტრაცია” გაავრცელა გოლანზე,  რის შედეგადაც, ფაქტობრივად, ტერიტორიის ანექსია მოხდა. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა გოლანს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ისრაელის გადაწყვეტილება ბათილია და საერთაშორისო სამართლებრივი გავლენა არ აქვს.   

სამი წლის წინ,  ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, შეერთებულმა შტატებმა ხმა მისცა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებას, რომელშიც მწუხარება იყო გამოხატული ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს განცხადებაზე, რომ ისრაელი არასდროს დათმობს გოლანს.

სირია მუდმივად აცხადებს, რომ მანამ არ დადებს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელთან, სანამ ისრაელი სრულად არ დატოვებს გოლანის ტერიტორიას.

ბოლო პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც აშშ-ის შუამავლობით ხორციელდებოდა,  ჩაიშალა 2000 წელს, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები თურქეთის მედიატორობით 2008 წელს შედგა.

გოლანში ისრაელის 30-მდე დასახლებაა, თუმცა დასახლებები არალეგალურია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რასაც ისრაელი არ ეთანხმება. დასახლებებში ცხოვრობს დაახლოებით 20 ათასი სირიელი [უმრავლესობა მუსლიმი არაბები], რომლებიც არ გაიქცნენ გოლანის აღების დროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი