ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდის ელჩი გახდა.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

ამ დროისთვის ვარკის ფონდს 200 მდე ელჩი ჰყავს მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

ლადო აფხაზავა დუბაიში იმყოფება, სადაც კვირას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გახდება ცნობილი. მანამდე კი ფინალისტები ფონდის ელჩები გახდნენ.

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა.

 

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორისაა

მსოფლიოს ათი საუკეთესო მასწავლებელი – ვინ არიან ლადო აფხაზავას კონკურენტები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი