მინისტრი უშვებს, რომ ანაკლია სახელმწიფომ ააშენოს ან კონსორციუმი შეცვალოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე სხვა ინვესტორთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს 2018 წლის ბოლოსაც [როდესაც ფინანსური დახურვის გადავადება მოხდა] შეეძლო კონსორციუმთან ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა ეს არ გააკეთა.

“არავითარი სხვა ინვესტორი არ არსებობს. არც ინვესტორის ძიების პროცესში ვართ. ჩვენ ვმუშაობთ კონსორციუმთან და ვმუშაობთ ბანკებთან იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. რა შეიძლება მოხდეს ამ პროექტთან დაკავშირებით?! ვცდილობთ, რომ ვიმუშაოთ ამ ინვესტორთან და მივაღწიოთ წარმატებას, თუ ეს იქნება შესაძლებელი. თუ ეს არ მოხდება, არ გვექნება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ვეძებოთ ალტერნატიული ინვესტორი ან განვიხილოთ იმის შესაძლებლობა, სახელმწიფომ ხომ არ ააშენოს ეს პორტი და მერე ეძებოს ოპერირებისთვის ინვესტორი. სახელმწიფოს არასდროს არ ჰქონია, არ აქვს და არც ექნება იმის სურვილი, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში პორტი ჰქონდეს”,-აცხადებს ცქიტიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.