ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინამ სანქციები აფხაზ და ოს ჩინოვნიკებსაც დაუწესა

21 მარტი, 2019 • 1521
უკრაინამ სანქციები აფხაზ და ოს ჩინოვნიკებსაც დაუწესა

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამართულ არჩევნებზე ჩასულ დამკვირვებლებს უკრაინამ 2019 წლის 20 მარტს სანქციები დაუწესა.

სანქციების სიაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი ირიცხება, ის აფხაზი და ოსი ჩინოვნიკებიც  მოხვდნენ, რომლებიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლებად წავიდნენ.

სანქციები დაუწესდათ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტარლური საარჩევნო კომისის ხელმძღვანელს, თამაზ გოგიას, დეპუტატ ალმასხან არძინბასა და საგარეო უწყების წარმომადგენელს, ოლეგ არშბას. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს იგორ კოზაევს, პარლამენტის ვიცესპიკერს, რუსლან თადეევსა და სხვა დეპუტატებს.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, ქვეყნიდან აქტივებისა და კაპიტალის გატანას სამი წლის განმავლობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი