ახალი ამბები

ტექნიკური პრობლემის გამო მეტროს მუშაობა შეფერხდა

21 მარტი, 2019 • 1458
ტექნიკური პრობლემის გამო მეტროს მუშაობა შეფერხდა

დღეს, 21 მარტს, 10:00-ზე, თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. აღნიშნულის გამო მეტროს მუშაობა გარკვეული ხნით შეფერხდა.

მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, პრობლემა ვაგონთა შემადგენლობას პირველ ხაზზე, მეტროსადგურ “სამგორში” დაუფიქსირდა, რის გამოც მისი ჩიხში შეყვანა და ახალი მატარებლის გამოძახება გახდა საჭირო. პროცესს დაახლოებით 12 წუთი დასჭირდა.

პრესსამსახურის თანახმად, ამ დროისთვის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს. მეტროპოლიტენში შეფერხების კონკრტულ მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი