ახალი ამბები

ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს

21 მარტი, 2019 • 1538
ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკი, სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს.

ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ბრიჯიტ ბრინკი თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

გასული წლის ოქტომბერში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა. მოგვიანებით ამის შესახებ წერდა Foreign Policy-ც. როგორც გამოცემის ჟურნალისტები, რობი გრამერი (FP-ში აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს) და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში ბრიჯიტ ბრინკს მიიჩნევდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას როს იულსონი ასრულებს.

ამავე თემაზე:

ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვაზე ცნობას Foreign Policy-იც ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი