ახალი ამბები

საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 119-ე ადგილზეა

20 მარტი, 2019 • 1495
საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 119-ე ადგილზეა

საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 156 ქვეყნიდან 119-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის კვლევა “მსოფლიო ბედნიერების შესახებ” 20 მარტს გამოქვეყნდა. 

რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულა იყო, ყველაზე დაბალი კი – 0. საქართველომ, ახალი კვლევის მიხედვით – 4.519 ქულა დააგროვა. შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით(128-ე ადგილი) საქართველომ მდგომარეობა 9 საფეხურით გაიუმჯობესა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს.

“ბედიერების დამდგენი” რეიტინგი 7 კომპონენტისგან შედგება

  • მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე;
  • სოციალური მხარდაჭერა;
  • ჯანმრთელად ცხოვრების ხანგრძლივობა;
  • ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება;
  • ხელგაშლილობა/სიუხვე;
  • კორუფციის აღქმა;
  • დისტოპია და საშუალო ცდომილება.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 68-ეა, აზერბაიჯანი 90-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი 116-ე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები, ხოლო რეიტინგის უკანასკნელ ხუთეულში ისეთი ქვეყნები შედიან, როგორიცაა:  სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკა, ავღანეთი, ტანზანია და რუანდა.

გარეკანი ფოტო: ქუჩის სენტიმენტების ფეისბუკ გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი