ახალი ამბები

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

20 მარტი, 2019 • 1209
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

საქართველოს ცენტრაული საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თბილისში, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცესკომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილს მმართველი პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა როგორც მაჟორიტარულ, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში. “ქართულმა ოცნებამ” მის სასარგებლოდ კანდიდატები არ დააყენა.

უკვე ცნობილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ, მათ შორის არიან კობა დავითაშვილი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, 2007-2009 წლებში სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე სოფიო ხორგუანი და გირჩის წევრი ჰერმან საბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი