ახალი ამბები

წულუკიანი: 14 წლამდე პირთა დანაშაული უპასუხოდ არ უნდა დარჩეს

20 მარტი, 2019 • 1121
წულუკიანი: 14 წლამდე პირთა დანაშაული უპასუხოდ არ უნდა დარჩეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უწყება პარლამენტს მალე წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც 14 წლამდე ასაკის მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ის წინააღმდეგია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ასაკის დაწევის, თუმცა იმისათვის, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩეს, სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა:

“ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელით და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდულ და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შესრულდეს”, – თქვა თეა წულუკიანში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი