ახალი ამბები

დღეს პარლამენტში დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დაურიგეს

20 მარტი, 2019 • 1472
დღეს პარლამენტში დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დაურიგეს

დღეს დილას საქართველოს პარლამენტში მისულ დეპუტატებს სამუშაო მაგიდებზე ხმის მიცემის პროცედურის შესახებ ამობეჭდილი ინსტრუქცია დახვდათ. ინფორმაციას და ფოტოებს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი ავრცელებს.

გუშინ, 19 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ კავკასიისა და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ მოახერხა, რადგან ამისათვის ხმები დააკლდა.

მოგვიანებით პარლამენტის წევრებმა ეს ფაქტი ტექნიკური მიზეზებითა და გაურკვევლობით ახსნეს.

მოგვიანებით ზვიად კვაჭანტირაძე თავად გადადგა, თუმცა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელების მომხარებლები გამოეხმაურნენ სხვადასხვა ინტერნეტ-ხუმრობებით.

“რას დავაჭირეთ ამისთანას?” – ინტერნეტის ხუმრობები კვჭანტირაძის კენჭისყრაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი