ახალი ამბები

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა

20 მარტი, 2019 • 966
ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში მატარებელი სკოლის მოსწავლეებს დაეჯახა.

kutaisipost-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა და-ძმა სკოლიდან სახლში ლიანდაგის გავლით ბრუნდებოდა. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირების გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი