ახალი ამბები

მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სატელევიზიო სტუდიებში ინტერვიუზე მისვლას არ თაკილობენ

20 მარტი, 2019 • 4287
მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სატელევიზიო სტუდიებში ინტერვიუზე მისვლას არ თაკილობენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ინტერვიუებზე ტელევიზიებში არ ივლის. თუმცა, სხვაგვარად იქცევიან მსოფლიო ლიდერები.

ზურაბიშვილთან ინტერვიუს ჩანაწერი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 19 მარტს გავიდა.

“პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში იმიტომ, რომ ასეთია წესი და რაღაც წესებს უნდა შევეჩვიოთ, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდეს. პრეზიდენტმა თავისი სასახლიდან… სადაც არის დროშა და ატრიბუტიკა, იქიდან უნდა გააკეთოს განცხადება. …ეს არის პროტოკოლის წესი და საერთოდ, პროტოკოლის აზრზე არ ვართ”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტთან საუბრისას.

თუმცა, სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის თებერვალში სტუდიაში სტუმრობდა ფრანგულ ტელეარხ France 24-ს. მისი შვილი ქეთევან გორჯესტანი ამ ტელარხზე სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს:

 

საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან განსხვავებით, სატელევიზიო და რადიოსტუდიებში არ თაკილობენ ისეთი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც მსოფლიოს დღის წესრიგს განსაზღვრავენ.

ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხშირად სტუმრობს როგორც სატელევიზიო, ისე – რადიოგადაცემებს უშუალოდ სტუდიებში. ამის ამსახველი არაერთი ჩანაწერი მოიპოვება ინტერნეტში.

ანგელა მერკელი

სატელევიზიო სტუდიაში ინტერვიუზე მისვლის პრობლემა არ აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერს ანგელა მერკელს.

ბარაკ ობამა

სატელევიზიო სტუდიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ის პრეზიდენტობის დროს გასართობ გადაცემებში სტუმრობაზეც არ ამბობდა უარს.

ობამა ელენის შოუში:

ობამა სტუმრად ჯიმი კიმელთან:


ობამა CNN-ზე ანდერსონ კუპერთან:

კერსტი კალიულაიდი

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი არის იმ ლიდერებს შორის, რომლებიც თავისუფლად სტუმრობენ სატელევიზიო სტუდიებს და ღიად საუბრობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

შესწორება: სტატიაში ჩასმული იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც მისი კანდიდატობის დროს გავიდა ეთერში და არა – პრეზიდენტობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი