ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ცვლილებებს გეგმავენ

13 სექტემბერი, 2014 • • 1039
აზერბაიჯანში სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ცვლილებებს გეგმავენ

იმ შემთხვევეში, თუ მისი წინადადება საკანონმდებლო სახეს მიიღებს, აზერბაიჯანში სოციალური ქსელების მომხმარებლები ვებ-გვერდებით მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ნომრის შეყვანის შემდეგ ისარგებლებენ.

 

ნოვრუზოვი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდება ელექტრონული მასობრივი საშუალებების საქმიანობის შესახებ პაკეტის ფარგლებში და საკნონმდებლო ინიციატივა განსახილველად პარლამენტის საშემდგომო სესიაზე გავა.

 

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ასევე სოციალურ ქსელში კომენტარის დატოვებას პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ. ნოვრუზოვის თქმით, მსგავსი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია, თუმცა არ აზუსტებს, რომელი ქვეყნებია ეს.

 

“შეხედეთ, რამდენ გინებას და შეურაცხყოფას ვაწყდებით საიტებზე, რაც ძირითადად გამოგონილი სახელებით იწერება. ამის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლაა საჭირო,”- ამბობს ნოვრუზოვი.

 

სოციალურ ქსელში შესვლის დროს პირადი ნომრის შევსების პრაქტიკა დანერგილია ჩინეთში, რუსეთსა და ბელორუსში. 


 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი