ახალი ამბები

ჯეოსელი შეფერხების გამო აბონენტებს ბოდიშს უხდის

19 მარტი, 2019 • 833
ჯეოსელი შეფერხების გამო აბონენტებს ბოდიშს უხდის

ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ-მომსახურებაზე.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

“ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი