ახალი ამბები

DCFTA-ის პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის – ევროკომისარი

19 მარტი, 2019 • 1109
DCFTA-ის პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის – ევროკომისარი

ევროკომისარის ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტორმი ამბობს, რომ ევროკავშირთან ექსპორტს თითოეული თვით ვერ შეაფასებს, ხოლო ვაჭრობის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

მალსტრომი განმარტავს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იმ დაბრკოლებების გამოვლენაა, რაც ქართულ კომპანიებს ევროგაერთიანების ქვეყნებთან ვაჭრობისას ექმნებათ.

“საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კარგია და საკმაოდ ჯანსაღად მიმდინარეობს. თუმცა ჯერ კიდევ DCFTA-ის პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის. დღეს სწორედ ამიტომ ვარ, რომ მივიღო ინფორმაცია ამ დაბრკოლებების შესახებ. ვნახოთ, რა არის გაკეთებული ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა სერტიფიცირება და სხვა… ამასთან, საჭიროა  მთავრობამ ამ საკითხებზე იმუშაოს კომპანიებთან და ბიზნესასოციაციებთან. ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება”,-ამბობს ევროკიმისარი.

დღეს საქსტატმა საგარეო ვაჭრობის იანვარ-თებერვლის  წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. 2019 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირთან ექსპორტი 10.7%-ით შემცირდა და დაახლოებით 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ორ თვეში დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 45.7%-ით გაიზარდა და თითქმის 255 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გაზრდილია დსთ-ის როლი მთლიან ექსპორტში და ის 50.4%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი