ახალი ამბები

მათიკაშვილის თქმით, კვაჭანტირაძე ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გადააყენეს

19 მარტი, 2019 • 750
მათიკაშვილის თქმით, კვაჭანტირაძე ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გადააყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობამ კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ტექნიკური პრობლეის გამო ვერ მოახერა.

პარლამენტმა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.

67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კვაჭანტირაძის გადაყენების ინიციატივას, 8 წინააღმდეგი წავიდა, ქვორუმი კი 76 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ოცნების დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავეს.

“მიმდინარე სესიაზე ასევე იყო სხვა საკითხი, რომელიც ტექნიკურად ჩავარდა. ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ამიტომ ამ ორ საკითხს მე ასე შევხედავ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, “კოლეგები ვერ გაერკვნენ” სიტუაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი