ახალი ამბები

ჩემი ნებით გადავდგები – კვაჭანტირაძე

19 მარტი, 2019 • 1479
ჩემი ნებით გადავდგები – კვაჭანტირაძე

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ კავკასიის და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან დღის ბოლომდე თავისი ნებით გადადგება.

ეს განცხადება კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გაააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობამ დღეს ვერ მოახერხა თანამდებობიდან მისი გადაყენება.

“პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვულო გამოსვლამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე მედგრად ვმდგარიყავი და არცერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომაზე.

თქვენ დღეს დაინახაეთ, რომ “ქართულ ოცნებას” პარლამენტში უმრავლესობა პრაქტიკულად აღარ აქვს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან დიდი პრესისია, რომელიც ჩემმა მეგობრებმა განიცადეს… ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პრაქტიკულად ვაჩვენე სახე, აი, ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია “ქართული ოცნება” და უმრაველსობა, მე, რა თქმა უნდა, მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგებდი ამ თანამდბეობიდან”, – თქვა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტმა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.

67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კვაჭანტირაძის გადაყენების ინიციატივას, 8 წინააღმდეგი წავიდა, ქვორუმი კი 76 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

ამავე თემაზე

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი