ახალი ამბები

ჯუზეპე პაზოტო: არ უნდა დავუშვათ, რომ რელიგია სიძულვილის წყარო გახდეს

12 სექტემბერი, 2014 • • 1455
ჯუზეპე პაზოტო: არ უნდა დავუშვათ, რომ რელიგია სიძულვილის წყარო გახდეს

 

“ბოლო ორი კვირაა საქართველოში არ ვიმყოფები. ახლაღა შევიტყე ამ ორიოდე დღის წინ ქობულეთში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შესახებ. ყოველი შეურაცხმყოფელი ქმედება (და ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს შეურაცხმყოფელ ქმედებასთან!) მიუღებელია და ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ერთად ცხოვრებას. საჭიროა ვიზრუნოთ, რათა არ იმატოს დაძაბულობამ, საჭიროა ვიზრუნოთ, რათა განსხვავებულისადმი შემწყნარებლობა, ღიაობა იზრდებოდეს, ხოლო ამისათვის საჭიროა, გაიცნო შენგან განსხვავებული. რელიგია ვერასოდეს გახდება და ჩვენს ხელში არც უნდა დავუშვათ, რომ გახდეს სიძულვილის მიზეზად და წყაროდ. ხშირად სიძულვილისა და შეურაცხყოფის მიზეზი უვიცობაა. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსთავარი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ამ უმსგავსობის გამო და ვგმობ ამ ამაზრზენ ფაქტს”, – აცხადებს ჯუზეპე პაზოტო.


 

 
 
ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ, დასახლებაში მუსლიმური მედრესეს, იგივე სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. მომიტინგეებმა ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მომიტინგეებმა ქუჩაც გადაკეტეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი ითხოვენ, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობაში მუსლიმური დაწესებულება არ გაიხსნას.

ჯუზეპე პაზოტო - ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი
ჯუზეპე პაზოტო – ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი


მასალების გადაბეჭდვის წესი