ახალგორელთა “უკეთესი მომავლისთვის” ბიბილოვმა ახალი გამგებელი დანიშნა

ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ფე დაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა ახალი გამგებელი, ვიტალი მამიტოვი დანიშნა.

მამიტოვი ამ დრომდე ახალგორის სახანძრო სამსახურის განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ვიტალი მამიტოვი; ფოტო: sputnik-ossetia

ახალდანიშნულ გამგებელთან შეხვედრის დროს ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მისი “მთავარი ამოცანაა, ლენინგორის რაიონის მოქალაქეებმა თავი იგრძნონ სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიან წევრებად”.

როგორც ბიბილოვმა თქვა, რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ახალგორში უკვე აშენდა სოციალური ობიექტები, წელს კი საგზაო ინფრასტრუქტურაც მოეწყობა.

“ვიცი თქვენი შრომისუნარიანობა, პატრიოტიზმი და დამოკიდებულება რეგიონისადმი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივათ”.

ახალგორის რაიონს 2018 წლის დეკემბრამდე ფილიპ ხაჩროვი ხელმძღვანელობდა, რომელიც ბიბილოვმა გაათავისუფლა.

ანატოლი ბიბილოვმა ახალგორელებს წინასაარჩევნოდ ქართულადაც მიმართა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი