ახალი ამბები

იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, დსთ-ში 45.7%-ით გაიზარდა

19 მარტი, 2019 • 959
იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, დსთ-ში 45.7%-ით გაიზარდა

სტატისკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირთან ექსპორტი 10.7%-ით შემცირდა და დაახლოებით 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მსგავსად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  ევროკავშირთან იმპორტიც 4.5%-ით შემცირდა და 304. 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირისგან განსხვავებით მიმდინარე წლის ორ თვეში დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 45.7%-ით გაიზარდა და თითქმის 255 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გაზრდილია დსთ-ის როლი მთლიან ექსპორტში და ის 50.4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში 13.2%-ით არის გაზრდილი და 505 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქსტატის თანახმად,  2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპოერტი-იმპორტი) დაახლოებით 1. 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან დიდი წილი, დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იმპორტზე მოდის. 2018 წლის იანვარ-თებერვათან შედარებით, იმპორტი 0.1%-ით არის გაზრდილი.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები შემდეგია:

  • რუსეთი – 81.3 მლნ. აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი -58.4 მლნ. აშშ დოლარი
  • თურქეთი – 39.6 მლნ. აშშ დოლარი

წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა (78.3 მლნ აშშ დოლარი) დაიკავა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (56.1 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამე ადგილს  ფეროშენადნობები (51.2 მლნ აშშ დოლარი) იკავებს.

საქსტატის თანახმად, საქართველო თურქეთში ყიდის:

  • სპილენძის მადნებსა და კონცენტრანტებს
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი
  • ფეროშენადნობები

რუსეთში საქართველოდან ექსპორტზე შემდეგი პროდუქტები გადის:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები
  • ფეროშენადნობები
  • მინერალური და მტკნარი წყლები
  • სპირტიანი სასმელები
  • მედიკამენტები დაფასოებული

საქართველო აზერბაიჯანში შემდეგ პროდუქციას ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები
  • მედიკამენტები დაფასოებული
  • აზოტოვანი სასუქები
  • მავთულები იზოლირებული, კაბელები

მასალების გადაბეჭდვის წესი