იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეთა დანიშვნის სადავო კანონპროექტს

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესს არეგულირებს, და რომელსაც არასამთავრობოების ნაწილი, ასევე ოპოზიცია აკრიტიკებს.

კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობოები, ასევე, დამოუკიდებელი იურისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მმართველ ჯგუფს კვლავ ექნება საშუალება, პარლამენტს დასამტკიცებლად მისდამი ლოალურად განწყობილი მოსამართლეების კანდიდატურები წარუდგინოს.

სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, დეპუტატები არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სიტყვიერად, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ჩხუბსაც.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის 7-მა წევრმა მოამზადა მმართველი გუნდიდან (ინიციატორები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი). ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის 5-ეტაპიან წესს არეგულირებს.

გარდა აღნიშნულისა, პარლამენტში კიდევ რამდენიმე კანონპროექტია შესული, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესს სხვანაირად არეგულირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com