ახალი ამბები

სროლა უტრეხტში, ნიდერლანდებში – ერთი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი

18 მარტი, 2019 • 1041
სროლა უტრეხტში, ნიდერლანდებში –  ერთი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი

განახლება – 15:55

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. უტრეხტის პოლიციის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა.

უცნობმა პირმა ცეცხლი  ტრამვაიში, 24 ოქტომბრის მოედნის გაჩერებასთან გახსნა. აღნიშნული მოედანი ამ დროისათვის უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია. პოლიცია ადგილობრივებს შემთხვევის ადგილთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია სკოლები.

დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია. პოლიცია არ გამორიცხავს თავდასხმის შესაძლო ტერორისტულ მოტივს.

მასალების გადაბეჭდვის წესი