სააკაშვილის ექს-მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი ფრანგმა სოციალისტებმა საარჩევნო სიის I ნომრად დაასახელეს

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩეველი, რაფაელ გლუკსმანი საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე სიის პირველ ნომრად დაასახელა.

გლუკსმანი წლების განმავლობაში საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო. როგორც lemonde წერს, ეს პირველი შემთხვევაა 1979 წლის შემდეგ, როცა სოციალისტური პარტია მხოლოდ საკუთარი კანდიდატებისგან შედგენილ სიას არ წარადგენს.

გკლუკსმანის კანდიდატურის დასახელებას პარტიიდან მხარი 128 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 5 დეპუტატი წავიდა.

როგორც ფრანგული მედია წერს, სია, რომლის სათავეშიც გლუკსმანი იქნება, ნაწილობრივ სოციალისტური პარტიის წევრებით დაკომპლექტდება, თუმცა მასში ასევე იქნებიან გლუკსმანის მწვანეთა პარტიის წევრებიც. სიაში ასევე იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.

ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.