ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა

18 მარტი, 2019 • 1427
დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა

დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 16 მარტს მოხდა და ორივე გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის იყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი