ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

18 მარტი, 2019 • 831
პოლიციამ თბილისში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ-ს  ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაშავებული N3 სამარშუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი