ახალი ამბები

დაკავებისას პირს “აკს” ტიპის იარაღი, 939 ვაზნა და 7 დეტონატორი ამოუღეს – შსს

17 მარტი, 2019 • 1207
დაკავებისას პირს “აკს” ტიპის იარაღი, 939 ვაზნა და 7 დეტონატორი ამოუღეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებლიდან ნივთმკიცების სახით დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

შსს განცხადებაში წერს, რომ დაკავებულს სახლში “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 საბრძოლო ვაზნა, 7 კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა “ამონალი” და “ტროტილის” 6 შეკვრა ჰქონდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

საქმეზე დაკავებულია 1968 წელს დაბადებული პირი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი