ახალი ამბები

ინსპექციამ ორთაჭალაში ის მშენებლობა შეაჩერა, საიდანაც სამი მუშა გადმოვარდა

17 მარტი, 2019 • 1358
ინსპექციამ ორთაჭალაში ის მშენებლობა შეაჩერა, საიდანაც სამი მუშა გადმოვარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორთაჭალაში ის მშენებლობა შეჩერდა, საიდანაც გუშინ 16 მარტს 3 მუშა გადმოვარდა. 3 ადამიანს შორის 2 დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. სამინისტროში ამბობენ, რომ ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობსითვის კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

 “გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება,” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რადროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.

ვრცლად ამ თემაზე:

ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი