ახალი ამბები

ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

17 მარტი, 2019 • 1177
ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

თბილისში, ორთაჭალაში, გუშინ 16 მარტს 3 მუშა მშენებლობიდან გადმოვარდა, ორი მათგანი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა, კი მძიმეა. კაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

ნეტგაზეთს ექიმმა თინათინ კუჭავამ უთხრა, რომ პაციენტი ამ დროისთვის მართვის სუნთქვაზე იმყოფება და მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. თინათინ კუჭავა დასძენს, რომ ღამის განმავლობაში მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

ინციდენტი თბილისში 16 მარტს მოხდა. მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშიდან ერთი ადგილზე, ერთი კი მოგვიანებით – საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ს 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი