ახალი ამბები

თბილისში არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

16 მარტი, 2019 • 3046
თბილისში არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც 14 მარტს თბილისში დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების თანახმად, დაკავებულმა 14 მარტს ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს, თანხა და იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი