შსს ხურვალეთიდან კადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ხურვალეთიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ხანგრძლივობა 11 წამს შეადგენს და მასში არ ჩანან შეიარაღებული პირები.

ამასთან, სოფელ ხურვალეთში რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდეგ პოლიციამ ჟურნალისტები შეუშვა. აქამდე ქართული პოლიცია ჟურნალისტებს და შეკრებილ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა.

მანამდე, სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებენ რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას და ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.