ახალი ამბები

გორში წისქვილკომბინანტის თანამშრომლები გაიფიცნენ

15 მარტი, 2019 • 1056
გორში წისქვილკომბინანტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გორის წისქვილკომბინატ “კარმენის” თანამშრომლების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 14 მარტს დაწყებული პროცესის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ხელფასების მომატება. 15 მარტს კი აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი მოთხოვნა წამოაყენეს: დირექტორის გადადგომა და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება.

პროფკავშირების განცხადებით, წისქვილკომბინატ “კარმენის“ დირექტორმა გაფიცვაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13-ს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

დასაქმებულების განცხადებით, უკვე შვიდი წელია, რაც ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი