თებერვალში ფულადი გზავნილები 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით 333 მლნ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლაში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის თებერვალთან შედარებით 10.2%-ით გაიზარდა და თითქმის 333 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ფულადი გზავნილები 11.6 მლნ ლარით არის გაზრდილი.

2019 წლის თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჯამში, 41.9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარით მეტია რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზე. ეროვნული ბანკის თანახმად, 2019 წლის თებერვალში რუსეთიდან 31.62 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებით იტალია, საბერძნეთი და გერმანია ლიდერობენ:

  • იტალია – 17.44 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი – 14.16 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია – 3.57 მლნ აშშ დოლარი

სებ-ის თანახმად, 2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ეს თანხა გასულ წელს 18 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.