გალტ & თაგარტმა წარმატებით გამოუშვა “კრისტალის” 15 მილიონი ლარის ობლიგაციები

გალტ & თაგარტმა მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია კრისტალის 15 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. ხსენებულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის + 4%-ით განისაზღვრა.

კრისტალსსაქართველოსა და რეგიონში, როგორც არასაბანკო საფინანსო სექტორის მოთამაშეს, ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული სარეიტინგო კომპანია ფიტჩისგან (Fitch Ratings) B/Stable. აღნიშნულმა რეიტინგმა და კომპანიის ისტორიულად თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. კრისტალის კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.  

ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილიკრისტალი“- ქალი მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიან პირობებში შეთავაზებას, ბიზნეს უნარებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი საქმიანობის განვითარებას მოხმარდება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და კრისტალი“, როგორც ამ ეკონომიკის ნაწილი თავისი წვლილის შეტანას, მისი ქალი მეწარმეების გაძლიერებით შეეცდება.

კრისტალი”, მოხარულია გამოაცხადოს კორპორაციული ობლიგაციის რიგით მეორე განთავსება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო ემისიის განხორციელების აგენტის,გალთ & თაგარტისმთელ გუნდს და ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი მხარდაჭერისათვის. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციის განთავსებით მიღებული სახსრები მოხმარდება ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი მიკრობიზნესის მზარდ მცირე საწარმოებად ტრანსფორმაციას,განაცხადაკრისტალი“- სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.

მინდა მივულოცო „კრისტალის“ მთელ გუნდს წარმატებული ემისია. ეს კრისტალისთვის  უკვე რიგით მეორე წარმატებული საჯარო ემისიაა ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებტს ინვესტორების ნდობას ამ ორგანიზაციის მიმართ. ასევე, მინდა ეს ტრანზაქცია მივულოცო გალტ & თაგარტისმთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციოსაბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“,განაცხადაგალტ & თაგარტისმმართველმა დირექტორმა , ოთარ შარიქაძემ.

ოთარ შარიქაძე [მარცხნივ] და არჩილ ბაკურაძე [მარჯვნივ]. ფოტო: საქართვე;ოს ბანკი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი